გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2-03-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


ახალი ბეტონის გზა 1350 გრძივ მეტრზე მოეწყობა, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობირივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, საერთო ღირებულებით 717 000 ლარი.


მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.


კომფორტული გზით სარგებლობას მოსახლეობა უახლოეს პერიოდში შეძლებს.