გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დანაშაული 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა კიდევ ორმა პირმა აღიარა

4-03-2020

გასული, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ ორმა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.

ბრალდების აღიარების გათვალისწინებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ორ მონაწილეს თ.დ-ს და გ.ჯ-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, თ.დ და გ.ჯ ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადით. მათვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.