გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - „არტ–ივენთი სივრცე/SIVRTSE"-ს დაესწრო

8-03-2020

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „არტ–ივენთი სივრცე/SIVRTSE“გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე დაესწრო.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა რამდენიმე მხატვრული ნომერი წარმოადგინეს და მათ საჭიროებებსა და ხედვებზე ისაუბრეს.

არჩილ ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობის ინიციატივა გააჟღერა :

„ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს თქვენი აქტიურობა, დღევანდელი შეხვედრა არის იმის დასტური, რომ თქვენ მუდმივად ეძებთ გზებს თავისუფლებისკენ, განათლებისკენ, ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება შეიკრიბოთ, გაცვალოთ აზრები, იმსჯელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება, სრულყოფილებისკენ მიდრეკილ ადამიანს, უნდა ახასიათებდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, ისეთ ჩარჩოებში, რომ სხვისი პიროვნული ღირსებები არ შელახოს და მუდმივად გაუფრთხილდეს, ამ ყველაფერს კი ახერხებს მხოლოდ განათლებული ადამიანი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ ერთად, პოლემიკით, შევეცადოთ უფრო საინტერესო და ქმედითი გავხადოთ საზოგადოების ურთიერთობა.

მზად ვართ, რომ თქვენი შემოთავაზებები, წინადადებები მივიღოთ, მუნიციპალიტეტებში საინტერესო პროექტები გამოცხადდება, ველი თქვენს აქტიურობას და წარმატებას"-განაცხადა რწმუნებულმა.