გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

13-02-2020

მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებსა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიების წაევრებთან გაიმართა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და კანონმდებლობით გაწერილი ახალი ნორმების მოქნილობაზე გაამახვილეს ყურადღება.მიწის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს, მერის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საჯარო რეესტრის წარმომადგენელებმა ვახტანგ ბოხაშვილმა (ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი) , ტარიელ გიორგაშვილმა( ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სამსახურის მენეჯერი) და ქეთევან ტაბატაძემ (კადასტრის სამსახურის მენეჯერი) მიაწოდეს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, მათი მოადგილეები , საკრებულოს დეპუტატები. და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი.