გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ბექაური: 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანით ჩანაცვლება, ჩვენი წინასწარი შეფასებით ტარიფის გაძვირებაა

12-03-2020

კომუნიკაციების კომისია შეისწავლის კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება, არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება - ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს აწვდის შუალედურ ინფორმაციას. კახა ბექაურმა დღევანდელ სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, საქმე გაძვირებასთან გვაქვს.

„კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა და ანალიზი უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანით ჩანაცვლება არის, თუ არა გაძვირება და რეალურად აქვს თუ არა ამის უფლება კომპანია “მაგთიკომს“. ჩვენი წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია“ აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის“ მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას „მაგთიკომისთვის“ ვალდებულებების დაკისრების შესახებ.“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაძვირების მცდელობა კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ კომისიამ „მაგთიკომს“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუუქმა და დაავალდებულა, რომ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დაეტოვებინა.

კახა ბექაურის განცხადებით , კომუნიკაციების კომისია საკითხს ახლაც დეტალურად შეისწავლის და კანონის სრული დაცვით კვლავ მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.