გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი მეზურნიშვილი გიგა ბედინეიშვილს: "ქართულმა ოცნებამ" მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა

12-03-2020

"ქართულმა ოცნებამ" ხელისყფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები“ - ასე პასუხობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს.

„არ ვიცი როდის გახდა ბედინეიშვილი დნმ-ის და მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები, რის შედეგადაც კერძო სექტორს ამ მომენტისთვის 1.5 მილიარდი ლარი დარჩა განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად” - წერს ირაკლი მეზურნიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.