გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე

17-03-2020

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის გამო, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის სრუ­ლი­ად ჩა­კე­ტი­ლია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა:

"ცხინ­ვა­ლი არ და­უშ­ვებს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სამ­ხრეთ ოსე­თის გავ­ლით ქარ­თვე­ლე­ბის რუ­სეთ­ში გა­დი­ნე­ბას. სა­ზღვა­რი სა­ი­მე­დოდ არის ჩა­კე­ტი­ლი, იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ნი­კა და­ი­წყე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტალ­ღა ამ ქვეყ­ნი­დან უფრო მე­ტად და­ცუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­კენ და­იძ­რე­ბა. ვერ და­ვუშ­ვებთ, რომ ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­ე­მარ­თონ..." - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი მე­დო­ევ­მა, რა­საც ოსებ­შიც კი, ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ­გო­რე­ლი ქალი, თით­ქოს უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, და­ბის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში გახ­სნილ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. არა­და, მას­თან ერ­თად თბი­ლი­სი­დან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და, რო­მელ­თაც დიდი ალ­ბა­თო­ბით კონ­ტაქ­ტი სხვებ­თაც ექ­ნე­ბო­დათ და ბი­ბი­ლო­ვის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" ლო­გი­კით, კა­რან­ტი­ნი მა­თაც ეკუთ­ვნით.

ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, 17 მო­ქა­ლა­ქეს აკ­ვირ­დე­ბი­ან. მათ­გან 11 ადა­მი­ა­ნი ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 6 - ცხინ­ვალ­ში... ბოლო დღე­ებ­ში, ბი­ბი­ლო­ვის "მთავ­რო­ბამ" სო­ფელ პე­რევ­ში არ­სე­ბუ­ლი ე.წ. გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ჩა­კე­ტა, ეს იყო გზა, რო­მელ­საც გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახალ­გო­რე­ლე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სურ­სა­თის შე­სა­ტა­ნად იყე­ნებ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბით თქმით, ე.წ. სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვას უკვე მოჰ­ყვა პრობ­ლე­მე­ბი და თუ ასე გაგ­რძელ­და, რე­გი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზი­სი გარ­და­უ­ვა­ლია. ისე­დაც დაც­ლი­ლი ახალ­გო­რი, ახლა კი­დევ უფრო მე­ტად და­ემ­სგავ­სა "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლაქს"...

"ქალი, რო­მე­ლიც ახალ­გო­რის სამ­შო­ბი­ა­როს კა­რან­ტინ­შია, თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რის გას­ვე­ნე­ბა­ში იყო. ჩა­კე­ტი­ლი გზის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და ის ქარ­თულ მხა­რეს იმ პი­რო­ბით გა­უშ­ვეს, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ორი კვი­რა კა­რან­ტინ­ში დარ­ჩე­ბო­და და უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ოღონდ მის­თვის არც სი­ცხე გა­უ­ზო­მავთ, არც ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ან სად უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ჩვენ­თან შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ლა­ბო­რა­ტო­რია არ არ­სე­ბობს..." - ამ­ბობს ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლა­ქად" ქცე­უ­ლი ახალ­გო­რი­დან

"რის სა­ფუძ­ველ­ზე აცხა­დებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ცხინ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა?! რუ­სეთ­ში შე­ფა­რუ­ლი პა­ნი­კაა, ჩვენ­თან კი სურ­სა­თი უკვე შემ­ცირ­და. რა რე­სურ­სი გვაქვს, რომ ვი­თა­რე­ბა კრი­ზი­სუ­ლი არ გახ­დეს, თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა? რუ­სეთ­ში უკვე ვირუ­სის 50-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ალ­ბათ მე­ტია, მაგ­რამ პა­ნი­კის ში­შით არ ახ­მა­უ­რე­ბენ... ხომ არ ჯობ­და რუ­სეთ­თან ჩაგ­ვე­კე­ტა სა­ზღვა­რი, რად­გან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სეთ­ში მუდ­მი­ვად და­დი­ან სა­ვაჭ­როდ და სხვა­დას­ხვა საქ­მის­თვის?!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჯი­ო­ე­ვი.

"ცხინ­ვა­ლი­დან, ალ­ბათ პა­ნი­კი­სა და იმ პრო­პა­გან­დის გამო, რომ ქარ­თულ მხა­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სი მძვი­ნა­რებს და ძა­ლი­ან სა­ში­შია, უკვე იმ მე­წარ­მე­ებ­მა შე­ი­კა­ვეს თავი სურ­სა­თის შე­მო­ტა­ნის­გან, ვინც გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ის დროს მო­დი­ო­და. მა­შინ, შე­და­რე­ბით მა­ღალ ფას­ში, მაგ­რამ ნი­სი­ად ვი­ღებ­დით პრო­დუქტს და შემ­დეგ გა­ვის­ტუმ­რეთ, ახლა ისი­ნიც შე­ჩერ­დნენ... სურ­სა­თის გარ­და, უკვე გაჩ­ნდა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტიც... იმე­დია, ის პე­რი­ო­დი არ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა, რო­დე­საც ძვი­რად ნა­ყიდ სურ­სათ­სა და წამ­ლებს ერ­თმა­ნეთს ვუ­ყოფ­დით..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ახალ­გო­რის მკვიდ­რი.

“რომ წარ­მო­ვიდ­გენთ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს თუ ამ ვირუ­სის ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­ფიქ­სირ­დე­ბა, სა­სო­წარ­კვე­თა­ში ვვარ­დე­ბით... ახ­ლობ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რო­გორ იმა­რა­გებ­დნენ ქარ­თულ მხა­რეს მცხოვ­რებ­ლე­ბი სურ­სათს, ჩვენ რა მო­ვი­მა­რა­გოთ, როცა არა­ფე­რია?! გზის გახ­სნის შემ­დეგ, ბევ­რი არ დაბ­რუნ­და, ვინც დაბ­რუნ­და, ისიც ნა­ნობს - იქ ექი­მი და წა­მა­ლი მა­ინც არის, ჩვენ აქ რა ვქნათ?!" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო არ აპი­რებს, თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ტო­ვე­ბას აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას.

"ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ ეს დღე­ე­ბია, ყვე­ლა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რათა გა­ვა­ტა­როთ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ასე­ვე ორი­ვე რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, თუ რა ზო­მებს უნდა მი­მარ­თონ, რომ თავი და­იც­ვან.

ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ მო­სახ­ლე­ო­ბას დი­აგ­ნოს­ტი­კის და მათ­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­კურ­ნა­ლო სერ­ვი­სე­ბით

ჩა­კე­ტი­ლო­ბა და ზო­გა­დად წვდო­მის არ­ქო­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ­დეც დიდი ხნით ადრე, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ, დღეს, რო­დე­საც ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი დგას მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე, მა­გა­ლი­თად იგი­ვე ცხინ­ვა­ლის აფ­თი­ა­ქებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბა ხდე­ბა, ალ­ბათ მხო­ლოდ დღეს შე­ვი­კა­ვებ თავს კი­დევ და­მა­ტე­ბით შე­ფა­სე­ბის­გან, არა­ერ­თხელ გა­მი­კე­თე­ბია ეს შე­ფა­სე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც ნა­თე­ლია...

ახლა არის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის დრო და მო­ვუ­წო­დებ მა­თაც, ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ტო­ვე­ბას აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში არ ვა­პი­რებთ" - გა­ნა­ცხა­და ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას..

ambebi.ge