შაბათი, ივნისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
პირს, რომელმაც ხულოში კაცი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა 22 წლით პატიმრობა შეეფარდა

17-03-2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული რ.ბ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა რ.ბ-მ, 2019 წლის 25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რ.გ.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.


იმავე დღეს რ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა შ.ს.ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც მის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი ფ.ა და ბ.მ. ფეხის არეში დაიჭრა.


სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ბ. 2019 წლის 26 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 3531 მუხლის მეორე ნაწილით და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის პოლიციელზე თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ რ.ბ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.