გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარია: ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

17-03-2020

„გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მათაც მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ ხელისუფლება შეზღუდულია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი და იგივე დახმარება გაუწიოს, რასაც საქართველოს სხვა მოქალაქეები იღებენ.


„მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათაც მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერის თქმით, შეუძლებელია, რომ ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.


„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.