გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

22-03-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ხმის მიცემის უფლება 128 ათას ადამიანს აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის -
ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია და ყოფილი „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ლეონიდ ძიაფშპა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

როგორ გადააყენეს აფხაზებმა რაულ ხაჯიმბა სამ დღეში, წაიკითხეთ ბმულზე.

imedinews.ge