გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პაატა იმნაძე: მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია

26-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია. მისივე თქმით, ქალის დაინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან.

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. გაკეთდება გენეტიკური ანალიზი, როდის მოხვდა ეს ვირუსი ამ ადამიანთან და ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა
ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ჩვენ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება, იმიტომ რომ ყველა ვინც არის დადებითი, ყველა უკავშირდება ახლო ოჯახურ კონტაქტებს ამ ქალბატონის,"- განაცხადა იმნაძემ.