გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს მკურნალობას

26-03-2020

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოთავსებულები იყვნენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს.

"მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისასთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სამხედროებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებს სრულ სამედიცინო კვლევებს. ყველა ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"-აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.