გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბოლნისში სადეზინფექციო სამუშაოები და მოსახლეობის ჯანმრთელობის მასობრივი შემოწმება გრძელდება

26-03-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს კვლავ ატარებენ. ასევე აქტიურად გრძელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება. დღეს მედიკოსებმა 16 სოფელში გამოკვლევა 3373 მოქალაქეს ჩაუტარეს.

სადეზინფექციო სამუშაოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შემოწმების პროცესის მიმდინარეობას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ.

სადეზინფექციო სამუშაოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შემოწმება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.