გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხულოს, ქედასა და შუახევის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე ოლქის მოსახლეობას 50 000 ლარის ოდენობის პროდუქტით დაეხმარება

2-04-2020

N 73-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე მთიან აჭარაში მცხოვრებ 120 ოჯახს 120 ტომარა ფქვილს გადასცემს. დახმარებას მიიღებენ მრავალშვილიანი, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები, მეეზოვეები და მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებებისთვის უწყვეტად მომუშავე სხვა პირები.


ანზორ ბოლქვაძე თუნუქის გადასახური მასალით იმ 21 ოჯახსაც უზრუნველჰყოფს, რომელთაც გასული წლის სექტემბერში საცხოვრებელი სახლები დაეწვათ.


მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე, ხულოს, ქედასა და შეახევს კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი მოსახლე არ ჰყავს, საჭიროების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მზადაა, პირთა თვითიზოლაციისთვის ხელისუფლებას დაახლოებით 15-ადგილიანი სასტუმრო დაუთმოს.


მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის მთავრობასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ხულოს, ქედასა და შუახევის მოსახლეობის დასახმარებლად.​