გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი კახიანი: მარნეულში მიმდინარე მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც მავნებლობა, როგორც პროვოკაცია, როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

22-04-2020


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის განცხადებით, დღეს მარნეულში მიმდინარე მოვლენები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც მავნებლობა, პროვოკაცია და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ.


„იმ ვითარებაში რაშიც ვიმყოფებით, მე მგონი ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ შეკრებებს აუცილებლად მოჰყვება ვირუსის გავრცელება, ვირუსის აფეთქება, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოგვცეს. ამიტომ ასეთი ქმედებები ცალსახად შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ როგორც მავნებლობა, როგორც პროვოკაცია, როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ამ შეკრებაზე გამოჩნდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა და ძალიან დიდი ალბათობით, ყველაფერი ეს იყო ორგანიზებული. თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა მარნეულში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.​