გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ე.წ. ვანის კლასტერი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა

1-05-2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 3 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა. პაციენტები ე.წ. ვანის კლასტერს განეკუთვნებოდნენ, რის შედეგადაც ვანის კლასტერი სრულად განიკურნა.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ხოლო 1 საკვლევ პაციენტზე ანალიზების პასუხს მედიკოსები დღის ბოლოს ელოდებიან. ამ დრომდე კლინიკაში კორონავირუსი 22-მა პაციენტმა დაამარცხა.

საქართველოში კორონავირუსი ადამიანს 566 დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge