7-05-2020
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო ოთხი პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.
ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში დღეს გაიზავნა და შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ექვსმა პაციენტმა მიმართა, მათგან კორონავირუსზე საეჭვო მხოლოდ ოთხია.
ამასთან, კლინიკაში გუშინ გადაგზავნილი ერთი პაციენტის ანალიზების პასუხიც მიიღეს და იგი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.