გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამირან გამყრელიძე: ჯერ არ ვიცით, კაცობრიობას კორონავირუსი კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს

10-06-2020

ჯერ კიდევ არ ვიცით, კორონავირუსი კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს, ამიტომ ძირითად რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება. მთლიანად მისი ქცევა უცნობია. დიდი იმედია იყო, დათბობის შემდეგ კოვიდის რადიკალურად შემცირების, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ამიტომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“ და ყველა მოთხოვნა, რასაც ჯანდაცვის სფერო რეკომენდაციას უწევს, ჯერჯერობით ყველგან დაცვას ექვემდებარება. ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა გლობალური სამყაროსთვის, რომლის ქცევის ნიუანსები ბევრ რამეში უცნობია, ჯერ არ ვიცით, კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, ამიტომ უნდა მივყვეთ ძირითად რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 822 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 690, გარდაცვლილი - 13.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Imedinews.ge