გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარიამ სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა

18-06-2020

 

ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის იყო განსაკუთრებით სავსე გამოწვევებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა  სამედიცინო დარგის თითოეულ  სპეციალისტს მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისთვის, ეფექტური  და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს, რომლის პასუხისმგებლობის სფეროშიც შედის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, ჩვენი დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უამრავი სფერო. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არის სისტემური უწყება, რომელმაც წარმოგვიდგინა დღეს ანგარიში. მინდა კიდევ ერთხელ, ამ დარგის თითოეულ  თანამშრომელს, თითოეულ ექიმს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური  და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს და მოგვცეს შესაძლებლობა, ყველას ერთად,  ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავუმკლავდეთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ კოვიდ ინფექცია“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.