გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახეთში, ხორბლის ხარისხიანი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

23-07-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარეში, კერძოდ, გურჯანიის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ჩატარდა. 

ტრენინგების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყანაში ხორბლის ხარისხი, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსავლის აღება-დაბინავება. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.