გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გამყრელიძე: ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია

27-07-2020

„ხაზს ვუსვამ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს. ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს იმის, რომ დამშვიდებას მივეცეთ, არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში გამოვაცხადოთ ან პანიკა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვიდინფექციის კუთხით არსებული სიტუაცია ქვეყანაში მართვას ემორჩილება.

„მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა დაუშვებელია, რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცავთ დისტანცია, არ დავიმუშაოთ საინიტაიზერებით ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - დასძინა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 27 ივლისის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემტხვევათა რაოდენობა 1137-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 922, ხოლო გარდაცვლილია 16 პაციენტი. მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლი კვლავ მზარდია. ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 16 მლნ-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 10 მლნ პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 652 349 პირი. კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

pia