გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით საქართველომ დამატებით 180 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

7-08-2020

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხმარდება პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას.

KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიღებული აქვს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის (PBL - ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) საბიუჯეტო მხარდაჭერა, 90 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა მიმდინარე წლის 30 ივლისს.