გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის 11 უკანონო ფაქტი გამოავლინა

20-11-2017

 

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი გამოავლინეს.
 
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.
 
ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.
 
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).