გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", მებაჟეებმა არადეკლარირებული სიგარეტი და მედიკამენტები აღმოაჩინეს

17-09-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის, ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 34 დასახელების მედიკამენტი,ჯამში 24,600 ღერიუაქციზო სიგარეტი და 1163 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი (1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი) და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.