გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2-10-2020

ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„დღეისათვის ქვეყანაში სულ ფიქსირდება 7099 კოვიდინფიცირებული. მათგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 %-ია, რაც შეესაბამება 3714 შემთხვევას, აქტიური შემთხვევა 3400-მდეა, კერძოდ, 3379 ადამიანი. ინფიცირებულთაგან, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან, 38-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის, 36 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფთაგან 9 პაციენტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. რაც შეეხება განაწილებას რეგიონების მიხედევით: აჭარაში ფიქსირდება 66 %, რაც 297 პაციენტს შეესაბამება, თბილისში შემთხვევებმა ცოტა მოიმატა, ფიქსირდება 17 % ანუ 78 ახლად დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში 11% ანუ 52 პაციენტი. დანარჩენი, რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, გურიასა და შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 2, კახეთში- 3, მცხეთა მთიანეთში -2, სამცხე ჯავახეთში- 1 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განცხადებით, გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისიდან. გარდაცვლილ პაცინტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„გუშინ, გარდაცვალებსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისის კლინიკა ბომონგში, სადაც, ამჟამად, 90 პაციენტი გადის მკურნალობას, მათ შორის არიან ორსულები, ქალები, ასაკოვნები. გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი 78 წლის ქალბატონია, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, ძირითადი ხორხის სიმსივნე, ორმხრივი მძიმე პნევმონია, ჰიდროპერიკარდიტი და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტი 72 წლის მამაკაცია, რომელსაც ჰქონდა ასევე ორმხრივი მძიმე პნევმონია, კარდიოპათია, გულის ქრონიკული უკმარისობა, თანმხლები დაავადებები და მისი მდგომარეობად გამოყვანაც ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ოჯახისათვის ყველა გარდაცვალება ტრაგედიაა, თუმცა, ამ გარდაცვალებებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს მაინც არ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი“, -აღნიშნა მარინა ენდელაძემ.