გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბორცვაძე: მარნეულში ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებულია და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში

4-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ- ვლადიმერ ბორცვაძემ მარნეულში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბორვაძემ მედიის კითხვებს - 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი.

"როგორც თქვენთვის ცნობილია ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებულია, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში და დაველოდოთ. მას შემდგომ რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მყისიერი," - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.