გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა

5-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს.

"საინტერესოდ ჩაიარა შეხვედრამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლების, პიპილეთისა და წედისის თემების მოსახლეობასთან.

აღნიშნული თემების სოფლებში მიმდინარე წელს:

-რეაბილიტირდა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფლებში, პიპილეთსა და სორგითში;
-რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ ჟაშვაში, ონჭევსა და წედისში;
-მოეწყო მინი სტადიონები ირსა და ქვედში;
-რეაბილიტირდა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა სოფელ სხანარში.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვაგვაროთ ის ძირითადი პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ადგილობრივი მოსახლეობა“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.