გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვაშლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

5-10-2020

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 5-ჯერ აღემატება და სხვაობა 1419 ტონას შეადგენს.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (1672.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75.1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (4.8 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,2 ტონა).
ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 573 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და შეადგენს 773 ათას აშშ დოლარს.

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.