გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ჩვენ ვართ ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე - ეს არის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში

7-10-2020

ვირუსის გამოჩენიდან დაახლოებით 7-8 თვე გავიდა და ეს გამოწვევა იმდენად გლობალურია, რომ მსოფლიოში, ჯერ-ჯერობით, პირბადის, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვის ელემენტარული წესების გარდა, სხვა, უფრო ქმედითი, ეფექტური ინსტრუმენტი ვირუსთან გამკლავების, ვერავინ ვერ მოიგონა და ვერ შემოგვთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიდგომა თავიდანვე იყო დეკლარირებული და თანმიმდევრული.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც იყო შეკავების და რომელსაც თავისი მიზანი ჰქონდა, ამ მიზნებს მიაღწია წარმატებით და დაფასებული, შეფასებული იყო წარმატებულად მთელს მსოფლიოში, ჩვენ გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. რა არის ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპი - ეს მინდა დეტალურად ავხსნა, იმიტომ, რომ ათას სისულელეს საუბრობენ იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება.

რა არის აქ მთავარი. პირველი გახლავთ სწრაფი გამოვლენა, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები და ამას, ახლა, უფრო დეტალურად მოგიყვებით, ეს არის ეფექტური და მიზნობრივი ტესტირებების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით, კლინიკურ პროცესებში ცვლილებების და კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. მესამე არის ადამიანი ნორმალური, სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.