გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რესან კონცელიძე ბათუმში ხახულის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

7-10-2020

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, ხახულის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო, აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და არსებული პრობლემები მოისმინა.

„ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე აქტიურ დინამიკაში გადავიდა. ყოველდღიურად ვხვდები მათ და ვაცნობ ჩემს სამომავლო გეგმებს. როგორც იცით, აღნიშნულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, თუმცა, რჩება პრობლემები და ბევრი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებებით. მიხარია, რომ შეხვედრების დროს მოსახლეობისგან ვისმენ აზრებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქალაქის თითოეული უბანი. მჯერა, ჩემი თანაქალაქელები 31 ოქტომბერს, ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მომეცემა შანსი, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი პროექტი განვახორციელოთ მათ სასიკეთოდ“ - განაცხადა რესან კონცელიძემ.