გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი კახიანი: მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან

11-10-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

კახიანის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია “ლელოს” აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც იგი ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

აღნიშნული პირი, როგორც უკვე აღვნიშნე არის პარტია ,,ლელოს“ აქტივისტი და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთაც დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

როგორც ჩანს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას და საარჩევნო პროცესის ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას, თუმცა როგორც ჩვენი პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს. ფაქტია, “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, რასაც ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენით, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროული, ეფექტური იქნება და დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს" - განაცხადა კახიანმა.