გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გოჩა ენუქიძე მესტიაში მულახის თემის სოფლების მოსახლეობას შევხვდა

12-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტში მულახის თემის სოფლების: არცხელის, ზარდლაშის, ლახირის, მაჯვდიერის, მურშკელის, ჟაბეშის, ჟამუშის, ღვებრას, ჩვაბიანის, ცალდაშისა და ჭოლაშის მოსახლეობას შევხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მულახის თემში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ:

-აშენდა ილია გაბლიანის სახელობის სპორტული სკოლა;
-აშენდა მურშკელის მრავალფუნქციური შენობა;
-რეაბილიტირდა სოფელ მუჟალში რევაზ მარგიანის სახელობის და სოფელ ჭოლაშში, იაროსლავ იოსელიანის სახელობის საჯარო სკოლები;
-რეაბილიტირდა სოფელ ჭოლაშის ხიდი;
-მოეწყო გზის საყრდენი კედლები;
-გაიწმინდა სოფლების, ჟაბეშისა და ჩვაბიანის ღელეები მოეწყო რკინა-ბეტონის გადასასვლელები და გაბიონები;
-მიმდინარეობს მულახის თემის სოფლების, მაჟვდიერი-ჟაბეში საავტომობილო გზის მშენებლობა;
-მიმდინარეობს მულახის თემის სოფლების წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების პროექტირება;
-დაგეგმილია მუჟალისა და ჭოლაშის საბავშვო ბაღების მშენებლობა;
-დაგეგმილია სოფელ არცხელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ჟიმუშიდან ჭოლაშში გადასასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.