სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მესტიაში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

12-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.

სამასველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.