გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“ქართული ოცნების” ლიდერები ადიგენის სოფელ ბენარაში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

12-10-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.


სოფელ ბენარაში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სკოლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დასრულდება.