გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია მეზვრიშვილი: ვირუსთან ადაპტაციის და მისი მართვის რეჟიმში ვიმყოფებით, დღეს სისტემა მეტად არის მომზადებული

15-10-2020

პოლიტიკური ოპონენტებისთვის მარტივია საუბარი, ჩვენ ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, მითუმეტეს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ევალებათ ვირუსის მართვა და ისინი არ არიან უშუალოდ პასუხისმგებლები ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა გვაკისრია, ამიტომ, ალბათ, ცოტა უფრო უკეთ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა, ეს იმ დროს იყო საჭირო და მთავრობამ კარგად იცოდა, რას აკეთებდა, ახლა კი სხვა ვითარებაა, ადაპტაციისა და მისი მართვის რეჟიმში ვიმყოფებით და სისტემა მეტად არის მომზადებული.

„როცა ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა, ეს მაშინ იყო საჭირო და კარგად ვიცოდით რას ვაკეთებდით. დღეს ცოტა სხვა ვითარებაა, კიდევ ერთხელ ვამბობ ვირუსთან ადაპტაციის და მისი მართვის რეჟიმში ვიმყოფებით, დღეს სისტემა მეტად არის მომზადებული. გასაგებია, რომ შესაძლებელია ეს ოპონენტებს არ მოსწონდეთ, რომ მეტად ვართ მზად, გვაქვს მეტი ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით და სიტუაციას, ასე ვთქვათ, ოპერაციულ დონეზე უკეთესად ვმართავთ, იმიტომ რომ მეტი ვისწავლეთ, ვიდრე ვიცოდით წლის დასაწყისში, გასაგებია რომ ეს შეიძლება არ მოსწონდეთ. ლოგიკა ძალიან მარტივია, სხვა ეტაპზე ვიმყოფებით, მართვის, ადაპტაციის, ამიტომ მიზანი აქ, ამოსავალი და უმთავრესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა. შესაბამისად, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან არსებულ ფრენებზე სიხშირის ზრდა უფრო მეტი ფრენის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის კონტექსტში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეალობაში ვიმყოფებით, არჩევნებია წინ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებლებს მიეცეთ ჩამოსვლის შესაძლებლობა. მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, რომ ჩარტერულ რეისებსაც განახორციელებს დამკვირვებლების ჩამოსაყვანად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.