გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახა კალაძე:“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდა

16-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ჩოხატაურში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.
კახა კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოხარული ვარ, რომ დღეს, გურულების, ლაღი, მშრომელი და სიყვარულით სავსე ადამიანების წინაშე ვიმყოფები. ჩოხატაური და მთლიანად გურია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, სადაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდა. დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარების, აბსოლუტურად ყველა სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის გამოწვევად კვლავ რჩება არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ოკუპირებული ტერიტორიები.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი. სახელმწიფო რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებით, გაზრდილია დასაქმება, გაზრდილია ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და ტურისტული ნაკადები, რაც რეგიონებში თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
მართალია, კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის ბევრი მიმართულება დაზიანდა, თუმცა სახელმწიფომ სწორი, დაბალანსებული პოლიტიკით შეძლო ერთი მხრივ, ქვეყანაში ეპიდემოლოგიური ვითარების ეფექტურად მართვა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური სექტორებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების ფინანსური დახმარება, მათი გვერდში დგომა და სტიმულირება.
გაკეთებული საქმეების, ბევრი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, გურიაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიური შრომით, ერთად დგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა კახა კალაძემ.