17-10-2020
ტელეკომპანია ქართულ არხზე, გადაცემაში „კიდობანი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რუკების მოძიების პროცესი. „2014 წლის დასაწყისში გავიცანი მამა კირიონი და გულდაწყვეტით მომიყვა დავით-გარეჯის ისტორია, თუ როგორ მოხდა ამ საკითხის გართულება. 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ მხოლოდ ამ თხემზე. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დადგომა ამ თხემზე ხდება 2007 წელს. ეს პირველი ტყუილი, რასაც ისინი ავრცელებენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დადგომამ, გამოიწვია დიდი გაუგებრობა. ვერავინ ვერ გაიგო, თუ რატომ უნდა ჩაწეულიყვნენ ქართველი მესაზღვრები და დამდგარიყვნენ აზერბაიჯანელები მესაზღვრები,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„მე დავავალე უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც მაშინ ჩემი სათათბირო ორგანო იყო, მინდია ჯანელიძეს ვთხოვე საკითხის დამუშავება და დასკვნის წარმოდგენა. გადის დრო და მათაც მოაქვთ ისტორია, მეუბნებიან, რომ საქმეში არ დევს ის მთავარი, ფუნდამენტური რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა გაივლოს საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს არის 2014 წელი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ რუკის მოძიება დაიწყეს და არათუ ორიგინალი ასლიც ვერ მოიძებნა და ეს წერილშიც განმარტებულია, რომლიც პროკურორ შოთაძეს მიწერა. „1996 წელს აზერბაიჯანი-საქართველოს რესპუბლიკის მთავრობები შეთანხმდნენ და გააფორმეს მემორანდუმი, ხელშეკრულება, რომ აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცია განხორციელდებოდა 1938 წლის რუკის მიხედვით. ეს ისეთი ნათელი, ცხადი ჩანაწერი არის, რომ არავითარი სპეკულირების, თუ მანევრის საშუალება არცერთ მხარეს არ ეძლეოდა. ამის შემდეგ მე ვავალებ, რომ რუკა მოიძიონ. მე პირადად მქონდა რამდენიმე კოლგესათან, პრემიერ-მინისტრებთან საუბარი და ერთ-ერთი ქვეყნის კოლეგისგან მივიღე თანხმობა, ვაგზავნი ბატონ მინდიას და მინდიას ჩამოაქვს ამ რუკის ასლი. ეს არის 2014 წელი,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მას შემდეგ ამ თემაზე არაერთი სამუშაო შეხედრა გაიმართა სახელმწიფო კომისიის წევრებთან, სადაც კითხვაზე, თუ რატომ არ ხელმძღვანელობდა სააკაშვილის დროინდელი მთავრობა და სახელმწიფო კომისია ამ რუკის მიხედვით, პასუხი იყო, რომ ეს რუკები დაკარგულია და სხვა რუკები უნდა გამოეყენებინათ.