გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კობახიძე ნაცმოძრაობის მიერ ბათუმში გამართულ აქციაზე: ეს შეგნებული მავნებლობაა და მიზნად ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობას ისახავს

17-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში რეკომენდაციების იგნორირებით  აქციის განმართვა მავნებლური საქციელი იყო.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გვსურს, შევაფასოთ "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელი მავნებლური ქმედება და გამოვეხმაუროთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა.

ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული კოვიდი, 1500 ადამიანის - მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება.

ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება.

ამ მავნებლობის დაგეგმვისას, მათ ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად გამოიყენეს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ პირველ რიგში დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა და ვირუსი.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას" - განაცხადა კობახიძემ.