გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

24-10-2020

ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მეზღვაურებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საზღვაო სფეროს მიმართულებით საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა მათ წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. აგრეთვე, საუბარი შეეხო პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებსა და მეზღვაურთა დასაქმებას.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.