გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, ჩვენი გუნდის პრიორიტეტი მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება

24-10-2020

„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი” - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე.

მინისტრმა საზოგადოებას მეცნიერების განვითარების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ და სამედიცინო ფიზიკაში.

„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი.

საგრძნობლად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება. ეს შეეხება როგორც საგრანტო კონკურსებს, ასევე, კვლევითი პროცესების ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული სათვისტომოს ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროცესში. ძალიან დიდი პოტენციალია საზღვარგარეთ ქართველი მეცნიერების სახით. ისინი უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ისევე როგორც წამყვანი უცხოელი პროფესორები, მეცნიერები აქტიურად იქნებიან ჩართული კვლევებში ქართველ მეცნიერებთან ერთად” - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა გამოყენებითი მეცნიერების კომერციალიზაციას. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, აქ მნიშვნელოვანია, მეცნიერება დაუკავშირდეს ეკონომიკას, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის მნიშნელოვანი ეფექტი, რომელსაც მეცნიერება იძლევა.

„როდესაც ჩვენ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, მინდა გასაკუთრებით გამოვყო ამ მიმართულების მთავარი მეგაპროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში განხორციელდება. ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე. ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი, რომელთა აწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში – IBA. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ“ ფონდის მიერ. პირველი ციკლტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვე მეთოდებით – ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის. ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ და სამედიცინო ფიზიკაში. მე პირადად შევხვდი მსფოლიოს წამყვან მეცნიერებს, ამ მიმართულებების წარმომადგნელებს და მათ დიდი ენთუზიაზმი და მზაობა გამოხატეს, რომ ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ კვლევითი პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ადრონული თერაპიის ცენტრმა საქართველო მონიშნა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.