პარასკევი, იანვარი 03, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

TOP.GE
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ანა დოლიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

31-10-2020

დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით, ჩუღურეთში „მე-11 უბანში აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, ვარდო ბერიძე და ასევე, წლების წინ ემიგრაციაში წასული პიროვნება – ზაველ ეგანეზოვი“ - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

"გავრცელებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოქალაქე ვარდო ბერიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსათვის არ მოუწოდებია არც ოჯახის წევრებს, არც სამედიცინო დაწესებულებებს და არც სხვა რომელიმე უფლებამოსილ დაწესებულებას. პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ვარდო ბერიძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ვარდო ბერიძე (დაბადებული 1956 წელს) 2016 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. №102-ში. სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, მას უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მან 2017 წელს აიღო.

რაც შეეხება ანა დოლიძის მიერ ნახსენებ მეორე მოქალაქე ზაველ ეგანეზოვს, ამ სახელით და გვარით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში პიროვნება არ იძებნება.

დამატებით, სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ზემოაღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული" -აცხადებენ სააგენტოში.