გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბიძინა ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც იყო ხალხის სამსახურში, ასევე დარჩება

31-10-2020

გილოცავთ! ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები, დიდი მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს, ჩვენ აქტივისტებს, ლიდერებს, ახალგაზრდებს .... თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში, ამერიკული კომპანია „ფაბლიქ ოპინიონის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და ის, რაც უნდოდა ჩვენ ქვეყანას - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ და რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად ისწავლა სწორი ანალიზის გაკეთება, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

დიდი მადლობა თქვენ, თქვენი გამჭრიახი გონებისთვის. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს ღირსეული არჩევანი გააკეთა. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავარ, ღირსეული გუნდია და ქართველი ამომრჩეველი არ შემცდარა.

გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც იყო ხალხის სამსახურში, ასევე დარჩება.
კიდევ ერთხელ მადლობა!

გაუმარჯოს ჩვენ მომავალ გამარჯვებებს!

გაუმარჯოს ჩვენ ქვეყანას!“ - განაცხადა ივანიშვილმა.

„ფაბლიქ ოპინიონის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 55%-ით ლიდერობს.