გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კარლ ჰარცელი: მისასალმებელია, რომ მოსახლეობა იცავს პანდემიასთან დაკავშირებულ წესებს

31-10-2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა.

თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ცესკოს აქტივობებზე, რითაც 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოა უზრუნველყოფილი და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო არსებული გამოწვევების მიუხედავად ყველა პრევენციული ზომა სრულად არის დაცული, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მოქალაქეებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ მათ თავისუფალ გარემოში მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან საარჩევნო პროცესს; როგორც ელჩმა განაცხადა, მათი დაკვირვებით, მოსახლეობა პანდემიასთან დაკავშირებულ წესებს იცავს და ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომებს, რაც მისასალმებელია.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.