გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესის გარეშე მიმდინარეობს ქუჩებში და ეს პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე

5-11-2020

ჩვენ დღევანდელი სტატისტიკის გათვალისწინებითაც ვხედავთ, როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენც შევდივართ ახალ ფაზაში. დღეს დაფიქსირდა 2 400 შემთხვევა, აქედან თბილისში არის დაახლოებით 1 000 შემთხვევა. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესის გარეშე ხდება ჩვენს ქუჩებში და ბუნებრივია ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე და როგორც ჩანს ჩვენ გვექნება კიდევ უფრო სწრაფი ზრდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია.

„თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ თავისი პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაწყო ყველა წესის შესრულება ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას. ჩვენთვის რა თქმა უნდა დღეს აუცილებელია. რომ მოხდეს მთელი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები - მოქალაქეები, ბიზნესი, ყველა პოლიტიკური აქტორი და ყველა ჩვენთაგანის ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის ძალიან მარტივია ამისთვის ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ შეზღუდვებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც უკვე მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით.

„მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოსი პირბადის ტარება არის სავალდებულო, როგორც შიდა სივრცეში ასევე, გარე სივრცეში. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და კვების დაწესებულება მუშაობს 22:00 საათამდე, ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია 10 კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე, როგორც მოგეხსენებათ დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა არის გადასული დისტანციურ რეჟიმში და რა თქმა უნდა ყველა ეს ღონისძიება არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, -აღმნიშნა მაია ცქიტიშვილმა.