გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აბაშასა და ზუგდი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

7-11-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა,ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუსა და აბაშის რაიონის სოფელ ქორობანში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 169 ბლოკი (33800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.