« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
16-11-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური.