გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 2.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

16-11-2020

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 550 ტონა); ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.