გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯიპიაი ჰოლდინგმა 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება გამოაქვეყნა

30-11-2020

ჯიპიაი ჰოლდინგმა, ანგარიშგების პორტალზე Reportal.ge და ვებგვერდზე GPIH.GE 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ძირითად ფინანსურ მაჩენებლებსა და არაფინანსურ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს, რომელიც კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში განახორციელა. ანგარიშგება საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის და მასში დეტალურადაა გადმოცემული ყველა ის პროექტი, რომელიც ჯიპიაიმ განახორციელა კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის, იქნება ეს ციფრული სისტემების გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის დახვეწა , თუ დაზღვეულთა კმაყოფილების დონის ასამაღლებელი ღონისძიებები.

ანგარიშგების მიხედვით 2019 წელს კომპანიაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა დასაქმების და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების კუთხით. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ციფრული პლატფორმების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის. ჯიპიაი აქტიური იყო სოციალური პროექტების განხორციელების კუთხითაც. პროექტები ითვალისწინებდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევევებს, როგორიცა გარემოს დაბინძურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, საზოგადოებაში ეკოისტობის ცნების დამკვიდრება. სოციალურ აქტივობებში მთელი კომპანია იყო ჩართული. ჯიპიაის თანამშრომლები იმ ადამიანებს დაეხმარნენ ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

პაატა ლომაძე,
 ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ჩვენთვის, როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიისთვის, საქმიანობის გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ამიტომ უკვე მესამე წელია, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, არაფინანსურ ანგარიშსაც ვაბარებთ საზოგადოებას. ამ დოკუმენტის საშუალებით ჩვენს დაზღვეულებს, პარტნიორებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჯიპიაის საქმიანობის და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. ვამაყობთ გასულ წელს განხორციელებული თითოეული პროქტით, ჯიპიაიმ, როგორც ლიდერმა სადაზღვევო კომპანიამ მნიშნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. “

“ჯიპიაი ჰოლდინგი” reportal.ge-ზე მმართველობით ანგარიშგებას 2017 წლიდან აქვეყნებს. ეს კომპანიის რიგით მესამე დოკუმენტია, სადაც ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს. სურვილის შემთხვევაში ანგარიშგების ვებგვერდზე Reportal.ge და GPIH.GE 2017-2018 წლის დოკუმენტებსაც ნახავთ.