გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე: ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან და ამავდროულად, საბჭოს დავალებით რამდენიმე კომპანიასთან პირდაპირ შესყიდვებზე ვმუშაობთ

30-11-2020

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება; ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, COVAX პლატფორმა, სადაც დაახლოებით 170 ქვეყანაა გაერთიანებული, არა კონკრეტულად ერთ ვაქცინას შეისყიდის, არამედ, შეიძენს რამდენიმე მილიარდ ვაქცინას Oxford-ის, AstraZeneca-ს, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვა მწარმოებლებისგან, საქართველოს კი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება, ვინაიდან, წინასწარი შენატანი აქვს გაკეთებული.

„ჯერჯერობით ვაქცინაცია დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და ასევე საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ამ ეტაპამდე, არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოსა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე, თუმცა არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, ე.წ. Emergency Use - ასეთი ფორმა აქვთ FDA-ის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ამიტომ შესაძლებელია ამ ქვეყნებმა დაიწყონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. დაახლოებით 170 ქვეყანაა COVAX პლატფორმაში გაერთიანებული COVAX პლატფორმა შეისყიდის როგორც ვიცი რამდენიმე მილიარდ დოზას 2021 წლისთვის. შეძენილი იქნება არა კონკრეტულად ერთი ვაქცინა, არამედ Oxford-ის, AstraZeneca-სი, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვ. კარგი გადახდის პირობები გაკეთდა COVAX პლატფორმასთან, ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მლნ-ზე ცოტა მეტი წინასწარი შენატანი, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, ანუ რასაც გიკარნახებენ იმას კი არ შემოიტან, არამედ შენით აირჩევ. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის იქნება აეს, მაგრამ ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა COVAX პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც გვქონდა დიდი ტელეკონფერენცია AstraZeneca-სთან და Oxford-ის ვაქცინასთან ე.წ. პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მწარმოებლებთან,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ