გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იაპონიის საელჩო სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს

14-03-2018

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ორი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია და სხვა ხელისუფლებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ხელშეკრულებები თბილისისთვის მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენასა და მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას გულისხმობს. 

პირველი პროექტის ფარგლებში მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, კონკრეტულად კი ისანი-სამგორის ტერიტორიისთვის. იაპონიის საელჩო ამ
პროექტისთვის 99 733 ათას აშშ დოლარს გამოყოფს

რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელსაც world vision საქართველო განახორციელებს, ის სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს, რომელიც 8 მიმდებარე სოფლის 100-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღი შშმ ბავშვებისთვისაც იქნება ადაპტირებული. მოხეს ხეობაში მუსლიმ თემს არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი, ამიტომ პროექტის მიზანია პირველი ბაღის აშენება ამ დასახლებაში.

imedinews.ge